Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-10-20
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ქუთაისი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით  2025 წლის 20-23 ოქტომბერს  ქუთაისში გაიმართა    კავკასიის მეცხრე  საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში. სიმპოზიუმს მასპინძლობდა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

   სიმპოზიუმის ორგანიზატორია  ქიმიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორი (თსუ) თამარ თათრიშვილი.

   სიმპოზიუმი   მიზნად ისახავდა  იმ სამეცნიერო მიღწევათა თავმოყრასა და წარმოჩენას, რომელსაც ამიერკავკასიის ქვეყნების მეცნიერები პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების პოპულარიზაციისთვის ახორციელებენ. მას ასევე  დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო შედეგების, იდეების გაცვლასა და თანამშრომლობის სტიმულირებაში პოლიმერულ მეცნიერებასა და  ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქართველ და უცხოელ  მეცნიერთა შორის.

   სიმპოზიუმში ამიერკავკასიის ქვეყნების გარდა მონაწილეობდნენ   ამერიკელი, ბრაზილიელი, ესპანელი,  ბელორუსი, უკრაინელი, ირანელი, გერმანელი, ფრანგი და  პოლონელი მეცნიერები.

სიმპოზიუმის ვებ-გვერდი:  www. icsp9.tsu.ge

 

 

მსგავსი ღონისძიებები